პენტაგონმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეო გაასაჯაროვა.
სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ჩატარდა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა, ოპერაციის დროს მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი წევრი – ოთხი ქალი და ორი მამაკაცი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი. მაკკენზის ინფორმაციით, ალ-ბაღდადის მიერ „ქამრის“ აფეთქებას ასევე ემსხვერპლა ორი ბავშვი, რომელიც მასთან ერთად საიდუმლო გვირაბში იმყოფებოდა.
„ეს ოპერაცია დეტალურად დაგეგმილი და შესრულებული იყო. ის აჩვენებს აშშ-ის გლობალურ წვდომას და ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, გავანადგუროთ „ისლამური სახელმწიფო“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს გავრცელდა. ISIS-ის ლიდერის სიკვდილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.
"...at the compound, fighters from two locations in the vicinity of the compound began firing on U.S. aircraft participating in the assault."
— U.S. Central Command (@CENTCOM) October 30, 2019
- Gen Frank McKenzie CDR USCENTCOM pic.twitter.com/SkrtHNDs7w