თავში

პენტაგონმა ქვეყანაში თავდაცვის ბოლოსწინა, მე-4 დონე გამოაცხადა

პენტაგონმა ქვეყანაში თავდაცვის ბოლოსწინა, მე-4 დონე გამოაცხადა
პენტაგონმა ქვეყანაში თავდაცვის ბოლოსწინა, მე-4 დონე გამოაცხადა

აშშ-ში და მათ შორის შეიარაღებულ ძალებში, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე , პენტაგონმა, ყველა სამხედრო ობიექტზე ჯანმრთელობის დაცვის 5 სისტემიდან, მე-4 – C CHARLIE-ი დონე გამოაცხადა. ამის შესახებ U.S.News იტყობინება.

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს სამხედროებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი გადაწყვეტილების პირობებში, გამორიცხული არ არის, უსაფრთხოების მიზნით, უცხოეთიდან სამხედრო ნაწილების ევაკუაციის განხორციელება.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში, კორონავირუსით 53 სამხედრო დაინფიცირდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კი აშშ-ის ბაზებზე, დავირუსებული სამხედროების რიცხვი 227-ს აღწევს.

კანონის თანახმად, სამხედრო ძალების დაცვის C CHARLIE-ი დონე  ძალაში შედის გლობალური ტერორისტული თავდასხმის შემთხვევაში, ან მაშინ, როდესაც ქვეყნის დაზვერვა მსგავსი საფრთხის შესახებ იტყობინება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system