თავში

პენტაგონმა საქართველოსა და კიდევ 15 ქვეყნისათვის ტანკსაწინააღმდეგო სისტებემი შეიძინა

პენტაგონმა საქართველოსა და კიდევ 15 ქვეყნისათვის ტანკსა
პენტაგონმა საქართველოსა და კიდევ 15 ქვეყნისათვის ტანკსაწინააღმდეგო სისტებემი შეიძინა

პენტაგონმა საქართველოსა და კიდევ 15 ქვეყნისათვის „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების წარმოებისათვის ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ განცხადებას პენტაგონის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

პენტაგონსა და კომპანია Raytheon—Lockheed Martin-ს შორის კონტრაქტი 28 თებერვალს გაფორმდა. სარაკეტო სისტემების წარმოებისათვის საჭირო სამუშაოები აშშ-ში, კერძოდ არიზონას შტატის ქალაქ ტუსოში განხორციელდება. წარმოება 2020 წლის 25 ივნისს დასრულდება და მისი საერთო ღირებულება 18.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების გადაცემა 16 ქვეყნისთვის არის გათვალისწინებული, მათ შორის: საქართველო, უკრაინა, თურქეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიტვა, ნორვეგია, საფრანგეთი, იორდანია, ირლანდია, ახალი ზელანდია, ომანი, კატარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ავსტრალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system