თავში

პერის ჰილტონი ფეხმძიმობის შესახებ ხმებს გამოეხმაურა

​პერის ჰილტონი ფეხმძიმობის შესახებ ხმებს გამოეხმაურა
პერის ჰილტონი ფეხმძიმობის შესახებ ხმებს გამოეხმაურა

გამოცემამ Page Six გაავრცელა მასალა, რომელშიც ავტორი ამტკიცებდა, რომ 40 წლის პერის ჰილტონი ფეხმძიმედაა. სტატიას თავად ჰილტონი გამოეხმაურა.

პოდკასტში This Is Paris მან განაცხადა, რომ "ჯერჯერობით ფეხმძიმედ არ არის" და ჭორები, თითქოს ის პირველი შვილის დაბადებისთვის ემზადება, ტყუილია.

პერისმა დასძინა, რომ ბავშვის გაჩენას მომავალ წლამდე არ აპირებს.

"მე ქორწილს ვუცდი. ახლა კაბას მიკერავენ და მინდა, რომ ის შეუდარებელი იყოს და იდეალურად დამაჯდეს. მომავალ წელს ბავშვის ყოლა მინდა, მაგრამ ახლა ქორწილისთვის ვემზადები", - განაცხადა ჰილტონმა, წერს Hypebae.

მან აღნიშნა, რომ ფეხმძიმობის შესახებ ჭორების შემდეგ მეგობრებმა და ნათესავებმა ტელეფონი აუფეთქეს.

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარში გავრცელდა ხმები, რომ პერის ჰილტონი კარტერ რეუმს ხვდება. 2021 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ისინი დანიშნულები არიან და დაქორწინებას გეგმავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system