თავში

პერუში ჩინური ვაქცინის ტესტირება გვერდითი მოვლენების გამო შეჩერდა

პერუში ჩინური ვაქცინის ტესტირება გვერდითი მოვლენების გამო შეჩერდა
პერუში ჩინური ვაქცინის ტესტირება გვერდითი მოვლენების გამო შეჩერდა

პერუში, კვლევების მიმდინარეობისას გამოვლენილი "სერიოზული გვერდითი მოვლენების" გამო, ჩინური კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული COVID-19-ის ვაქცინის ტესტირება შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Sydney Morning Herald ავრცელებს.

პერუს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კვლევების მიმდინარეობისას ერთ-ერთ მოხალისეს სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა. თუმცა, ამ ეტაპზე დადატურებული არ არის რა გახდა გვერდითი მოვლენების გამოწვევის მიზეზი. ამ დროისათვის, გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც დაადგენს მოხალისის მიერ გამოვლენილი სიმპტომები ვაქცინის მიღებით არის გამოწვეული, თუ სხვა ფაქტორებით.

”კლინიკური კვლევების დროებით შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც გათვალისწინებულია კლინიკური კვლევებისა და პროტოკოლების დებულებებში", - განაცხადა პერუს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა.

კომპანია Sinopharm Group პერუში ვაქცინის ცდებს დაახლოებით 12 000 მოხალისეზე ატარებს.

ამ დროისათვის კორონავირუსს პერუში 36 544 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system