თავში

პერუში, გაზის ტანკერის აფეთქებისას 14 ადამიანი გარდაიცვალა

პერუში, გაზის ტანკერის აფეთქებისას 14 ადამიანი გარდაიცვალა
პერუში, გაზის ტანკერის აფეთქებისას 14 ადამიანი გარდაიცვალა

პერუს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვიქტორ ბოკანგელის განცხადებით, ქალაქ ლიმაში გაზის ტანკერის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.

ვიქტორ ბოკანგელმა მედიასაშუალებებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვია.

გაზის ტანკერს 10,000 ლიტრი თხევადი გაზი გადაჰქონდა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა რამდენიმე სახლი და ავტომანქანა. ბოლო მონაცემებით დაშავებულია 50 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system