თავში

პერუში სატვირთო მანქანა ხრამში გადავარდა, არის მსხვერპლი - PHOTO

​პერუში სატვირთო მანქანა ხრამში გადავარდა, არის მსხვერპლი
პერუში სატვირთო მანქანა ხრამში გადავარდა, არის მსხვერპლი - PHOTO

პერუში სატვირთო მანქანა ხრამში გადავარდა. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Andina ავრცელებს.

18 მგზავრი შინ ქალაქ ჩაგუალიდან ბრუნდებოდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივმა მოსახლეობამ გაუწია. მოგვიანებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცავი ორგანოების წინასწარი ვერსიით, უბედური შემთხვევის მიზეზი მგზავრების დასაშვები რაოდენობის გადამეტება გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system