თავში

პეტერბურგში ქალი, რომელსაც პოლიციელმა წიხლი ჩაარტყა, რეანიმაციაში გადაიყვანეს - VIDEO

პეტერბურგში ქალი, რომელსაც პოლიციელმა წიხლი ჩაარტყა, რეანიმაციაში გა
პეტერბურგში ქალი, რომელსაც პოლიციელმა წიხლი ჩაარტყა, რეანიმაციაში გადაიყვანეს - VIDEO

რუსეთში, ქალაქ პეტერბურგში, 54 წლის ქალბატონი, რომელსაც ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ მიტინგის დაშლის დროს პოლიციელმა მუცელში წიხლი ჩაარტყა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს. ამის შესახებ DW-ის რუსული გამოცემა წერს. 

გამოცემის ცნობით, ქალს თავის სერიოზული ტრავმა აქვს.

ქალმა ტრავმა იმ დროს მიიღო, როდესაც სამართალდამცავებს ჰკითხა თუ სად გადაჰყავდათ ერთ-ერთი დაკავებული დემონსტრანტი. პოლიციელმა გზიდან ჩამოშორების მიზნით ქალს ფეხი მუცლის არეში ჩაარტყა.

ინციდენტის ამსახველმა ვიდეომ ინტერნეტში გაჟონა.

23 იანვარს, ალექსეი ნავალნის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რუსეთის 60-ზე მეტ ქალაქში 90-მდე საპროტესტო აქცია გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system