თავში

Pfizer აცხადებს, რომ მისი ვაქცინა 90%-ით ეფექტურია

Pfizer აცხადებს, რომ მისი ვაქცინა 90%-ით ეფექტურია
Pfizer აცხადებს, რომ მისი ვაქცინა 90%-ით ეფექტურია

კომპანიების Pfizer და BioNTech კანდიდატი ვაქცინა, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ შეიქმნა, კლინიკური ცდების მესამე ეტაპზე დიდი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია Pfizer ავრცელებს.

მეცნიერების თქმით, კვლევების 43 538 მონაწილეს შორის ინფიცირების 94 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის, ვინც ვაქცინა გაიკეთა და პლაცებო მიიღო.

ამგვარად მეორე დოზის შეყვანიდან მე-7 დღეს კანდიდატი ვაქცინის ეფექტურობამ 90 პროცენტი შეადგინა. ვაქცინაციის მთელი ციკლი 28 დღე გრძელდება.

კომპანიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რამდენ ხანს გრძელდება დაცვა და ხაზს უსვამენ, რომ კვლევების გაგრძელებასთან ერთად ვაქცინის ეფექტურობის პროცენტი, შესაძლოა, შეიცვალოს.

”ამჟამინდელი პროგნოზების საფუძველზე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2020 წელს მსოფლიოში ვაქცინის 50 მილიონამდე დოზა გამოვუშვათ, და 2021 წელს - 1.3 მილიარდ დოზამდე”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system