თავში

Pfizer აცხადებს, რომ მათი კოვიდაბები ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს

Pfizer აცხადებს, რომ მათი კოვიდაბები ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს
Pfizer აცხადებს, რომ მათი კოვიდაბები ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს

ბოლო კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბი, რომელიც Pfizer-მა შექმნა, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ექსპერიმენტული კოროვირუსული მკურნალობის შესახებ Pfizer-ის განახლებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ აბები ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებდნენ, თუ მისი გამოყენება რისკის ჯგუფებში პირველი სიმპტომებიდან რამდენიმე დღეში ხდებოდა.

Pfizer იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შეძლებს, შესთავაზოს აბი სახელწოდებით Paxlovid, რათა ადამიანებმა მისი გამოყენება სახლის პირობებში შეძლონ.

ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, 697 ადამიანს შორის, რომლებიც "Paxlovid" სიმპტომების გამოვლენის შემდეგ სამი დღის განმავლობაში იღებდნენ, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

5 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ Pfizer-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ანტივირუსული პრეპარატი, Paxlovid-ი დაავადების გართულებისა და გარდაცვალების რისკს 89%-ით ამცირებს. ფარმაცევტულ კომპანიაში განმარტავენ, რომ მედიკამენტის დამტკიცების შემთხვევაში Paxlovid-ის მიღება დღეში ორჯერ იქნება რეკომენდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system