თავში

Pfizer-BioNTech-ის მხოლოდ 1 დოზა ვირუსის გავრცელებას 4-ჯერ ამცირებს?

​Pfizer-BioNTech-ის მხოლოდ 1 დოზა ვირუსის გავრცელებას 4-ჯერ ამცირებს?
Pfizer-BioNTech-ის მხოლოდ 1 დოზა ვირუსის გავრცელებას 4-ჯერ ამცირებს?

ბრიტანელი მეცნიერების დაკვირვებით, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ერთ დოზაც კი ამცირებს კორონავირუსის უსიმპტომო შემთხვევებს და მნიშვნელოვნად აფერხებს გადაცემის რისკებს. სპეციალისტების თმით ეს კემბრიჯის Addenbrooke’s Hospital-ის მონაცემებია, რომელთა განცხადებით, ვაქცინა 75%-იანი დაცვის გარანტიას ქმნის.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ მედპერსონალის ვაქცინაციიდან მე-12 დღეს უკვე 4-ჯერ შემცირდა უსიმპტომო შემთხვევების რაოდენობა. ეს ექიმებს იმის ვარაუდის საშუალებას აძლევს, რომ  პირველი დოზით იმუნიზაციის შემდეგ  უკვე ვირუსის მნიშვნელოვანი შეკავება უნდა მოხდეს.

დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. Pfizer-ისა Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინებს მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებს უკეთებენ. Pfizer-ის შედეგების კვლევის ფარგლებში მიღებულ მონაცემებს კემბრიჯელმა მეცნიერებმა "არაჩვეულებრივი სიახლე " უწოდეს.

"Pfizer-ის ვაქცინა არა მხოლოდ SARS-CoV-2-ით დაინფიცირებისგან გვიცავს, არამედ, ვირუსის სხვა ადამიანებზე გადაცემის რისკების შემცირებით, ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას", - აცხადებენ მეცნიერები.

ეს კვლევები მხოლოდ დღეს გამოქვეყნდა და სხვა მეცნიერების მიერ რეცენზირება და შეფასება ჯერ არ გაუვლიათ, თუმცა თავად კვლევის ავტორების თქმით, ისინი ძალიან დამაიმედებელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system