თავში

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კიდევ ერთმა ქვეყანამ დაამტკიცა

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კიდევ ერთმა ქვეყანამ დაამტკიცა
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კიდევ ერთმა ქვეყანამ დაამტკიცა

ბაჰრეინის სამეფო მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა, ბრიტანეთის შემდეგ, რომელმაც Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის ახალი ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

ბაჰრეინის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის უფროსმა მარიამ ალ-ჯალაჰმამ ვაქცინის დამტკიცებას "COVID-19-ის წინააღმდეგ ეროვნული რეაგირების მნიშვნელოვანი წარმატება" უწოდა.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ისა და BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2 დეკემბერს დაამტკიცა. 

ცნობისთვის, გერმანულმა კომპანიამ BioNTech და მისმა ამერიკულმა პარტნიორმა Pfizer–მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციისთვის ევროპის წამლის სააგენტოში (EMA) განაცხადი შეიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ BioNTech ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ევროპულმა უწყებამ მისი განხილვა უკვე დაიწყო. თუ EMA ჩათვლის, რომ კანდიდატი BNT162b2 ვაქცინის უპირატესობა მისი გამოყენების რისკებს აღემატება, ის ბაზარზე შეზღუდულ წვდომას მხარს დაუჭერს.

შეზღუდული წვდომა პრეპარატის გამოყენების დროებით ნებართვას ნიშნავს. გარკვეული შეზღუდვა იმას უკავშირდება, რომ კლინიკური კვლევები ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული.

თუ EMA BioNTech-ისა და Pfizer-ის განაცხადს დააკმაყოფილებს, ევროპაში ვაქცინაცია, შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე დაიწყოს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგების თანახმად, BNT162b2-ის ეფექტურობა 95%-ს აღწევს, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების შემთხვევაში - 94%ს აჭარბებს. სერიოზული გვერდითი მოვლენები კვლევის მონაწილეებში, რომელთა 40%-ზე მეტი 56-დან 85 წლამდე ასაკის ადამიანებია, ჯერ არ გამოვლენილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system