თავში

Pfizer FDA-ს 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციისთვის ნებართვას სთხოვს

Pfizer FDA-ს 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციისთვის ნებართვას სთხოვს
Pfizer FDA-ს 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციისთვის ნებართვას სთხოვს

Pfizer–მა და BioNTech–მა განაცხადეს, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მიმართეს და 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვის გაცემა ითხოვეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ავტორიზაციის შემთხვევაში, ეს იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, რომლის გამოყენება ბავშვებისთვის იქნება დაშვებული.

Pfizer/BioNTech ვაქცინა16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის არის დამტკიცებული, ამასთან საგანგებო შემთვევაში მისი გამოყენება 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვისად ნებადართულია.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს Pfizer Inc-მა და BioNTech SE–მა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ძლიერ იმუნურ დაცვას უზრუნველყოფს. კომპანიების განცხადებით, 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის კლინიკურმა გამოცდამ ვირუსზე იმუნიტეტის გამომუშავება აჩვენა მეორე და მესამე ფაზაში, რაც 16-დან 25 წლამდე ასაკის მოზარდებში მიღებულ შედეგებს ემთხვევა. Pfizer ვაქცინის გამოცდას 2-დან 5 წლამდე და 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ატარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system