თავში

Pfizer გრიპის საწინააღმდეგო mRNA-ვაქცინის ცდებს იწყებს

​Pfizer გრიპის საწინააღმდეგო mRNA-ვაქცინის ცდებს იწყებს
Pfizer გრიპის საწინააღმდეგო mRNA-ვაქცინის ცდებს იწყებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ ცდებს იწყებს, რომელიც ისეთივე mRNA-ტექნოლოგიაზე არის დაფუძნებული, როგორც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. ინფორმაციას Medical Xpress ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების გაუმჯობესება სურთ, რომელთა ეფექტურობა 40-60%-ია. ამასთან, აღნიშნულია, რომ გრიპს წელიწადში 650 ათასი ადამიანი ეწირება.

კვლევებში მონაწილეობას 65-დან 85 წლამდე 600-ზე მეტი ამერიკელი მიიღებს.

მომავალში Pfizer mRNA-ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა რესპირატორული ვირუსების, კიბოსა და გენეტიკური დაავადებების წინააღმდეგაც გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system