თავში

Pfizer-ის ხელმძღვანელი პანდემიის დასრულების დროს ასახელებს

Pfizer-ის ხელმძღვანელი პანდემიის დასრულების დროს ასახელებს
Pfizer-ის ხელმძღვანელი პანდემიის დასრულების დროს ასახელებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია Pfizer–ის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია ABC-ის ეთერში პანდემიის დასრულების დრო დაასახელა.

მისი თქმით, კაცობრიობა ნორმალურ ცხოვრებას პანდემიის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში დაუბრინდება.

"ვფიქრობ ჩვენ შევძლებთ, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ვარიანტები არ გაჩნდება", - განაცხადა ბურლამ.

ამასთან, Pfizer–ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნორმალური ცხოვრება ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელი იქნება.

"ჩვენ გვექნება ვაქცინები, რომელთა ეფექტიც, სულ მცირე, ერთი წელი გაგრძელდება. ყველაზე სავარაუდო სცენარით, ჩვენ ყოველწლიურ რევაქცინაციაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა ბურლამ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ამერიკულ მარეგულირებელს გადაეცემა იმ კვლევის მონაცემები, რომელიც კომპანიამ 5-11 წლის ბავშვებზე ჩაატარა. კომპანიის განცხადებით, კვლევამ ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის მისი ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაადასტურა.

ცნობისთვის, კომპანია Moderna–ს გენერალურმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აწარმოებს, განაცხადა, რომ COVID-პანდემია მომავალ წელს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system