თავში

Pfizer-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხოა

Pfizer-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხოა
Pfizer-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხოა

Pfizer Inc-მა და BioNTech SE–მა  განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ძლიერ იმუნურ დაცვას უზრუნველყოფს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

კომპანია გეგმავს აშშ-ში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბავშვთა იმუნიზაციის პროცესის დასაწყებად ნებართვა მოიპოვოს. 

კომპანიების განცხადებით, 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის კლინიკურმა გამოცდამ ვირუსზე იმუნიტეტის გამომუშავება აჩვენა მეორე და მესამე ფაზაში, რაც 16-დან 25 წლამდე ასაკის მოზარდებში მიღებულ შედეგებს ემთხვევა.

Pfizer ვაქცინის გამოცდას 2-დან 5 წლამდე და 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ატარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system