თავში

Pfizer-ის პირველი დოზა COVID-19-სგან ვაქცინაციისთანავე არ იცავს - ედელშტაინი

Pfizer-ის პირველი დოზა COVID-19-სგან ვაქცინაციისთანავე არ იცავს - ედელ
Pfizer-ის პირველი დოზა COVID-19-სგან ვაქცინაციისთანავე არ იცავს - ედელშტაინი

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, იული ედელშტაინის განცხადებით, Pfizer-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ინფექციისაგან მაშინათვე დაცვას არ უზრუნველყოფს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

"სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევები, როდესაც კორონავირუსზე ვაქცინირებული პირები ავადდებიან და კორონავირუსით ინფიცირდებიან. თუმცა, დაავადება ნაკლებად მწვავე ფორმით მიმდინარეობს და ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. 

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მცირეა სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი, რაც Pfizer-ის მეორე დოზის მიღებას გულისხმობს", - განაცხადა იული ედელშტაინმა.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხელისუფლება, უახლოეს პერიოდში, 16 წელს გადაცილებული პირების 80%-ის ვაქცინაციას გეგმავს. ვაქცინას არ მიიღებენ ის პირები, რომლებსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system