თავში

Pfizer-ის სამი დოზა ორზე უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს - ისრაელის მონაცემები

​Pfizer-ის სამი დოზა ორზე უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს - ისრაელის
Pfizer-ის სამი დოზა ორზე უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს - ისრაელის მონაცემები

COVID-19 საწინააღმდეგო, კომპანია Pfizer–ის ვაქცინის მესამე დოზამ ინფექციისგან დაცვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და 60 წელს გადაცილებულ პირებში სერიოზული დაავადებების რისკი შეამცირა. კვლევა ისრაელში ჩატარდა. ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ინფექციისგან დაცვა მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ოთხჯერ მეტი იყო, ვიდრე ორი დოზის შემდეგ. მესამე ინიექცია 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 10 დღის შემდეგ სერიოზული ავადმყოფობისა და ჰოსპიტალიზაციისგან ხუთჯერ და ექვსჯერ უფრო ძლიერ დაცვას უზრუნველყოფდა.

სააგენტოს ცნობით, მიღებული მონაცემები ემთხვევა ცალკეულ სტატისტიკას, რომელიც გასულ კვირას ისრაელის სამედიცინო პროვაიდერმა Maccabi-მ წარმოადგინა. ეს ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც ე.წ. ბუსტერულ ვაქცინებს იყენებს.

გასულ კვირაში ისრაელში 40 წელს გადაცილებული პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer-ის ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერული დოზით ვაქცინაცია დაიწყო. მანამდე ე.წ. "ბუსტერულ" დოზაზე ჩაწერა მხოლოდ 60 წელს გადაცილებულებს შეეძლოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system