თავში

Pfizer-ის ვაქცინა ბავშვებშიც უსაფრთხო და ეფექტურია

Pfizer-ის ვაქცინა ბავშვებშიც უსაფრთხო და ეფექტურია
Pfizer-ის ვაქცინა ბავშვებშიც უსაფრთხო და ეფექტურია

Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. ეს გაცხადება ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებმა გააკეთეს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ პრეპარატი ამ ასაკის ბავშვებში კარგ იმუნურ პასუხს იძლევა. შესაბამისად აშშ-ში პრეპარატის საგანგებო ვითარებაში გამოყენების ნებართვა გასცეს.

კვლევებში 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა. პლაცებოს მიღებისას ჯგუფში ინფიცირების 18, ხოლო აცრილ ბავშვებში დავირუსების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა. შესაბამისად, ვაქცინამ 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ვაქცინის გამოყენება უკვე ნებადართულია16 წელს ზევით თინეიჯერებში. Pfizer-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაბალი ასაკის სკოლის მოსწავლეების ვაქცინაციის შესაძლებლობაც იქნება.

რაც შეხება გვერდით მოვლენებს, 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს ის ადვილად გადააქვთ. გვერდითი მოვლენები ძირითადად ნანემსარი ადგილის ტკივილით, ციებით, თავის ტკივილითა და დაღლილობით გამოიხატება.

კომპანიამ გასულ კვირაში ასევე ვაქცინის მცირეწლოვანებში გამოცდა დაიწყო. დამტკიცების შემთხვევაში, პრეპარატის პირველი დოზის გამოყენება 6 თვის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system