თავში

Pfizer-ის ვაქცინა ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა

​Pfizer-ის ვაქცინა ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა
Pfizer-ის ვაქცინა ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა

Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინა, სავარაუდოდ, ეფექტური იქნება ვირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ, რომლებიც აღმოჩენილი იქნა დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყანებში.

კვლევები, რომელშიც 11 სპეციალისტი მონაწილეობდა, სინთეტიკურ, ანუ ფსევდოვირუსზე ჩატარდა. ადამიანების სხეულში ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებულმა ანტისხეულებმა ისინი ისევე ეფექტურად ამოიცნეს და გაანეიტრალეს, როგორც კორონავირუსის პირველადი ვერსია, რომლის წინააღმდეგაც შეიქმნა თავიდან Pfizer-ის ვაქცინა.

ეს აღმოჩენა ვაქცინაციის ეფექტურობასთან დაკავშირებით დამატებით იმედს იძლევა, რადგან დიდ ბრიტანეთში ყოველდღიური სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ეს კი სწორედ კორონავირუსის ახალი შტამით არის გამოწვეული, რომელიც გაცილებით გადამდებია და ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება. კვლევების შედეგები იმას მოწმობს, რომ ვაქცინის წარმოება თავიდან არ არის დასაწყები და მასში ცვლილებების შეტანა არ არის საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system