თავში

Pfizer-ის ვაქცინა გაძვირდა

​Pfizer-ის ვაქცინა გაძვირდა
Pfizer-ის ვაქცინა გაძვირდა

ევროკომისიის მიერ Pfizer-თან ხელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, რომელიც 2022 და 2023 წლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებას ითვალისწინებს, ერთი დოზის ღირებულება 19,50. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა განაცხადა. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

"Pfizer-ის ფასი 12 ევრო იყო, შემდეგ 15,50 ევრო გახდა. ახლა მიწოდებაზე კონტრაქტები 19,50 ევროდ ფორმდება",- განაცხადა ბორისოვმა.

Euractiv წერს, რომ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან შეთანხმების საფუძველზე, ევროკომისია პრეპარატების ღირებულებას არ ასაჯაროებს. თუმცა, გასული წლის დეკემბერში ბელგიის სახელმწიფო მდივანმა, ევა დე ბლოკერმა "ტვიტერში" ვაქცინების ფასები გააზიარა. ცნობილიო გახდა, რომ AstraZeneca-ს ერთი დოზა 1,78 ევრო ღირდა, Pfizer-ის კი - 12 ევრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system