თავში

Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია

​Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია
Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია

Pfizer-ის მიერ წარმოებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ვირუსისგან დაცვის კუთხით 85%-ით ეფექტურია. ამის შესახებ სააგენტო Reuters ისრაელის Sheba Medical Center-ის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს 7 214 თანამშრომელს შორის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაუკეთეს, 15-28 დღეში COVID-19-ით ინფიცირების სიმპტომური შემთხვევები 85%-ით შემცირდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, ასიმპტომური შემთხვევების ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებელმა 75%-ით იკლო.

ამასთან, Sheba Medical Center-ის ეპიდემიოლოგი გილი რეგევ-იოჩი აცხადებს, რომ კვლევაში ძირითადად ახალგაზრდები და ჯანმრთელები იყვნენ.

"ჩვენ 65 წელს გადაცილებული ბევრი თანამშრომელი არ გვყავს“, - განაცხადა მან.

Sheba Medical Center-ის კვლევის შედეგები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდება.

თავად Pfizer ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system