თავში

Pfizer-ისა და Sinovac-ის ვაქცინები ბრაზილიური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია

Pfizer-ისა და Sinovac-ის ვაქცინები ბრაზილიური
Pfizer-ისა და Sinovac-ის ვაქცინები ბრაზილიური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია

კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანია Pfizer-ისა და ჩინური Sinovac Biotech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ეფექტურად ებრძვის ვირუსის ბრაზილიურ შტამ P1-ს.

Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალ New England-ში გამოქვეყნდა. ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო განყოფილების მეცნიერების განცხადებით ვაქცინამ წარმატებით დაამარცხა ვირუსის ხელოვნურად შექმნილი ბრაზილიური ვერსია.

ბრაზილიურ შტამ P1 პირველად ბრაზილიიდან დაბრუნებულ იაპონელ მოგზაურს აღმოუჩინეს. ვირუსის უნიკალურად განსხვავებული ცილოვანი "ეკლების" გამო ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. ბრაზილიურ შტამს მეცნიერები ასევე აღწერენ, როგორც ვირუსის შფოთის გამომწვევს ვარიანტს.

ამ დროისთვის Pfizer-ი ვაქცინაში შესატან შესაძლო ცვლილებებზე მუშაობს, შესაძლოა ასევე აცრის მესამე დოზაც დაამატონ, რომ ვირუსისა და მისი სავარაუდო შტამებისგან მაქსიმალური დაცვა უზრუნველყონ.

ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევებმა და პაციენტების სისხლის ანალიზმა ასევე ჩინური Sinovac Biotech-ის პრეპარატის ეფექტურობა დადგინა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტურია ვირუსის ბრაზილიური ვარიანტის წინააღმდეგ.

ბრაზილიაში ძირითადად ჩინური Sinovac Biotech-ის მიერ წარმოებული ვაქცინა გამოიყენება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system