თავში

Pfizer-ით აცრილ 13 პირს სახის დამბლა განუვითარდა

Pfizer-ით აცრილ 13 პირს სახის დამბლა განუვითარდა
Pfizer-ით აცრილ 13 პირს სახის დამბლა განუვითარდა

ისრაელში, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრილ 13 ადამიანს სახის ნერვის ნევრიტი, ე.წ. სახის პარალიზი განუვითარდა. ამის შესახებ გამოცემა The Jerusalem Post წერს.

"სულ მცირე 28 საათი ამ მდგომარეობაში გავატარე. ამის გარდა სხვა სიმპტომები არ მქონია", - განუცხადა ერთ-ერთმა ვაქცინირებულმა ჟურნალისტებს. მისი თქმით ვაქცინაციის ჩატარებიდან რამდენიმე წუთში მას პირისა და ნიკაპის მიდამოებში უცნაური შეგრძნება დაეუფლა.

სახის დამბლა ვლინდება სახის კუნთების უცაბედი დასუსტებით. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება.

ამავე დროს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ შესაძლოა, მსგავსი პაციენტების რიცხვი გაცილებით მეტი იყოს. 

ყოველივე ამის მიუხედავად, ისრაელის მთავრობა მიიჩნევს, რომ კორონავირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს. 

ისრაელში კორონავირუსზე ვაქცინაცია 20 დეკემბერს დაიწყო. ხოლო 10 იანვრიდან მოსახლეობის ნაწილმა ვაქცინის მეორე დოზა მიიღო.  Pfizer-ის ვქცინის პირველი დოზა 2,027,835 ადამიანმა მიიღო, ხოლო მეორე - 205,579 პირმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system