თავში

PIA: 3-დან 1 პილოტს ფრენის ყალბი ლიცენზია აქვს

PIA: 3-დან 1 პილოტს ფრენის ყალბი ლიცენზია აქვს
PIA: 3-დან 1 პილოტს ფრენის ყალბი ლიცენზია აქვს

პაკისტანელი პილოტების თითქმის 30%-ს ყალბი ლიცენზია აქვს და ფრენის კვალიფიკაცია არ გააჩნია. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ავიაციის მინისტრმა გააკეთა.

გულამ სარვარ ხანის თქმით, 262 პილოტს გამოცდა თავისით არ ჩაუბარებია და სხვა პირებს გადაუხადეს თანხა იმისთვის, რომ ლიცენზია აეღოთ. 

"მათ ფრენის გამოცდილება არ აქვთ," - განაცხადა მინისტრმა.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 მაისს პაკისტანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და 97 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უცნობია, ჰქონდათ თუ არა ჩამოვარდნილ პილოტებს ფრენის ყალბი ლიცენზიები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system