თავში

პიკასოს 11 ნამუშევარი 108,9 მილიონ დოლარად გაიყიდა

პიკასოს 11 ნამუშევარი 108,9 მილიონ დოლარად გაიყიდა
პიკასოს 11 ნამუშევარი 108,9 მილიონ დოლარად გაიყიდა

კუბიზმის ფუძემდებლის, პაბლო პიკასოს ნამუშევრები, აშშ-ში გამართულ აუქციონზე 108,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

ლას-ვეგასში, სასტუმრო-სამორინე Bellagio-ში გამართულ აუქციონზე წარდგენილი იყო მხატვრის 11 ნამუშევარი.

საბოლოო თანხამ, სოთბის აუქციონის მოლოდინს გადააჭარბა. წარდგენილი ნახატებიდან ყველაზე ძვირი ლოტი "ქალი წითელ-ნარინჯისფერი ბერეტით" აღმოჩნდა, რომელიც 1938 წლით არის დათარიღებული და აუქციონზე 40,479 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

აუქციონზე ასევე გაიყიდა ნამუშევრები: "სადილი ბალახზე", "მამაკაცის ბიუსტი", "კაცი და ბავშვი", "ნატურმორტი ხილის კალათით და ყვავილებით" და სხვა საკოლექციო ნიმუშები, რომლებიც MGM Resorts-ის მფლობელობაში იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system