თავში

პიკასოს მუზეუმში ქალთა დასაცავად აქცია გაიმართა

​პიკასოს მუზეუმში ქალთა დასაცავად აქცია გაიმართა
პიკასოს მუზეუმში ქალთა დასაცავად აქცია გაიმართა
© Ismael Llopis

პიკასოს მუზეუმში, ბარსელობაში, მხატვრის მიერ ქალებისადმი სასტიკი მოპყრობა გააპროტესტეს. ორგანიზატორი პროფესორი და მხატვარი მარია ლოპისია. მას სტუდენტები შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Artnet ავრცელებს.

ისინი პიკასოს მუზეუმში შავ-თეთრი მაისურებით მივიდნენ, რომლებზეც იყო წარწერები: "პიკასო ქალებს აწყენინებდა", "პიკასო დორა მაარის აჩრდილია". აქცია ხელოვნებისა და ფემინიზმის კურსის ფარგლებში დაიგეგმა, რომელსაც მარია ლოპისი ბარსელონის ხელოვნების სკოლაში Escola Massana კითხულობს.

"ღონისძიების მიზანია ვთქვათ, რა მოხდა სინამდვილეში. მოვყვეთ სიმართლე ბევრი მხატვრის შესახებ, რომლებიც შემოქმედებით უნარებს ვერ ავითარებენ", - განაცხადა მან.

პიკასოს მუზეუმის დირექტორმა ემანუელ გიგონმა აქციას მხარი დაუჭირა. ჯგუფს მუზეუმის დაცვა დაყვებოდა, თუმცა ხელს არ უშლიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system