თავში

პიკასოს ნახატი 103 მილიონ დოლარად გაიყიდა

​პიკასოს ნახატი 103 მილიონ დოლარად გაიყიდა
პიკასოს ნახატი 103 მილიონ დოლარად გაიყიდა

პაბლო პიკასოს ნამუშევარი ,,ქალი ფანჯარასთან’’ ნიუ-იორკში, კრისტის აუქციონზე 103 მილიონ დოლარზე უფრო ძვირად გაიყიდა. ინფორმაციას აუქციონის საიტი ავრცელებს.

ნახატი გამოცხადებული იყო აუქციონის ერთ ერთ მთავარ ლოტად. მისი საბოლოო ფასი 90 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო ყველა ხარჯის გათვალისწინებით, მყიდველმა 103,4 მილიონი დოლარი გადაიხადა.

პიკასოს ნამუშევარი 1932 წელს იყო შესრულებული. ის მანამდე 2013 წელს იყო გამოტანილი აუქციონზე, სადაც 44,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონზე მხატვრის სხვა ნამუშევრებიც გაიყიდა, თუმცა მათი ფასი ბევრად ჩამოუვარდებოდა ნახატს - ,,ქალი ფანჯარასთან’’.

პიკასოს ,,ქალი სავარძელში’’ (1941 წ.) აუქციონზე 17,2 მილიონ დოლარად, ხოლო ,,ქალის თავი’’ – 4,1 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system