თავში

პილოტებს, რომლებმაც ანკარა დაბომბეს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პილოტებს, რომლებმაც ანკარა დაბომბეს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პილოტებს, რომლებმაც ანკარა დაბომბეს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პილოტებს, რომლებმაც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს პარლამენტზე, პრეზიდენტის სასახლის მიდამოსა და უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე, საჰაერო იერიშები მიიტანეს, განახორციელეს თავისუფლების აღკვეთა  მიუსაჯეს.

სასამართლომ პილოტები და ანკარის პროვინცია აქინჯის საჰაერო ბაზის სხვა თანამშრომლები დამნაშავედ ცნო და მათ სამუდამო პატიმრობა 79-ჯერ მიუსაჯეს. საერთო ჯამში, ამ საქმეში რამდენიმე ათეული ადამიანი ფიგურირებს.

შეგახსენებთ, ქვეყანაში, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომლის უკან ანკარა აშშ-ში მცხოვრებ სულიერ ლიდერს, ფეთჰულაჰ გიულენს მიიჩნევს, მის სავარაუდო მიმდევრებს ქვეყნაში მუდმივად დევნიან.

2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 80 000 ადამიანი დააკავა და 150 000 სამსახურიდან გაათავისუფლა. გადატრიალების მცდელობისას სულ მცირე 250 ადმიანი დაიღუპა. სასულიერო ლიდერი და პოლიტიკური ფიგურა ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში თვითდევნილობაში ცხოვრობს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system