თავში

პილოტის მტკიცებით, ცაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაინახა

პილოტის მტკიცებით, ცაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაინახა
პილოტის მტკიცებით, ცაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაინახა

"პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების" პილოტის მტკიცებით, პენჯაბის პროვინციაში, ქალაქ რაჰიმ იარჰანის ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნა. 

მისი თქმით, ობიექტი ძალიან კაშკაშა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მზის სხივების წყალობით, ისედაც ნათელი იყო. როგორც პილოტი ამბობს, ეს არ იყო არც პლანეტა და არც ვარკვლავი, თუმცა შესაძლოა, ყოფილიყო კოსმოსური სადგური ან ხელოვნური პლანეტა.

"პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების" განცხადებით, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი პილოტმა 23 იანვარს შენიშნა დაახლოებით 16:00 საათზე, როდესაც თვითმფრინავი კარაჩიდან ლახორისკენ მიემგზავრებოდა. ამ დროს თვითმფრინავი დედამიწიდან 10,5 ათას მეტრზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ პილოტის გარდა, რაჰიმ იარჰანის მოსახლეობამაც შენიშნა მფრინავი ობიექტი და ეს ყველაფერი ვიდეოზეც დააფიქსირეს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system