თავში

პილოტმა ბორდგამცილებელს ხელი ათასობით მგზავრის წინ სთხოვა

პილოტმა ბორდგამცილებელს ხელი
პილოტმა ბორდგამცილებელს ხელი ათასობით მგზავრის წინ სთხოვა

ავიაკომპანია "Finnair-ის" პილოტმა მის შეყვარებულ ბორდგამცილებელს ხელი ათასობით მგზავრის წინ, აეროპორტში სთხოვა. ავიაკომპანიის განცხადებით აეროპორტებსა და თვითმფრინავებში ხელის თხოვნა საკმაოდ პოპულარული, ამჯერად კი ამ მეთოდს ჰელსინკის ვანტას აეროპორტში მიმართეს. პილოტმა მომღერალთა გუნდთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა შემდეგ კი, შეათავაზებაზე თანხმობაც მიიღო. 

პილოტს შეყვარებულისათვის სიურპრიზის მოწყობაში მისი გუნდიც დაეხმარა. თვითმფრინავის კაპიტანმა ახლადდანიშნულ წყვილს სიტყვით მიმართა, ბორდგამცილებლებმა კი მათ თაიგულები, შამპანური, შოკოლადები და წერილები გადასცეს.

ასე რომ საქორწილო შეთავაზებისა და დაბადების დღის აღნიშვნა ცაში, ყველას შეუძლია. ამისათვის, უბრალოდ, შამპანურისა და ტკბილეულის შეკვეთაა საჭირო. მომსახურება საერთაშორისო ფრენებისთვისაა განკუთვლინი, რომლებიც ორ საათზე მეტ ხანს გრძელდება", - განაცხადეს ავიაკომპანიაში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system