თავში

პინგვინების სიმღერები ადამიანის ლაპარაკს ჰგავს

​პინგვინების სიმღერები ადამიანის ლაპარაკს ჰგავს
პინგვინების სიმღერები ადამიანის ლაპარაკს ჰგავს

იტალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებისა და აფრიკული პინგვინების სალაპარაკო მოდელებს შორის მსგავსება არსებობს. ეს იმ ცხოველებთან დაკავშირებული პირველი აღმოჩენაა, რომელიც პრიმატებს არ განეკუთვნება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

სპეციალისტებმა "აღფრთოვანების სიმღერების" 590 ნიმუში შეისწავლეს, რომელსაც მარტოხელა პინგვინები დაწყვილების პერიოდში ასრულებენ. აღმოჩნდა, რომ ეს ხმები სამ სხვადასხვა მარცვალს შეიცავდა, რომელიც მოკლე და გრძელი "სიტყვების" ფორმირებას ახდენდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პინგვინები ადამიანის ლაპარაკის ორ თვისებას ფლობენ: უფრო ხშირად ისინი მოკლე სიტყვებს იყენებენ და რაც უფრო გრძელია წინადადება, მით უფრო მოკლეა ხმები მის შიგნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system