თავში

პირს, რომელმაც რეიგანს ესროლა, ყველა სასამართლო შეზღუდვას მოუხსნიან

​პირს, რომელმაც რეიგანს ესროლა, ყველა სასამართლო შეზღუდვას მოუხსნიან
პირს, რომელმაც რეიგანს ესროლა, ყველა სასამართლო შეზღუდვას მოუხსნიან

პირს, რომელმაც რეიგანს ესროლა, ყველა სასამართლო შეზღუდვას მოუხსნიან. ინფორმაციას AP ავრცელებს.

ჯონ ჰინკლის, რომელმაც 1981 წელს აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მკვლელობა სცადა, მომავალი წლის ივნისში ყველა სასამართლო შეზღუდვას მოუხსნიან.

ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა მოსამართლემ, პოლ ფრიდმანმა გამოაცხადა.

"ჰინკლი 2022 წლის ივნისში სრულად გათავისუფლდება. ყველა ოფიციალურ დოკუმენტს ამ კვირაში მოვაწერ ხელს", - განაცხადა მოსამართლემ.

მანამდე 66 წლის ჰინკლის მიმართ სასამართლო ზედამხედველობის დასრულების შესახებ შუამდგომლობა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაუჭირა მხარი.

2016 წელს ჰინკლიმ სახელმწიფო ფსიქიატრიული საავადმყოფო დატოვა და სახლში, უილიამსბურგში დაბრუნდა. მას პრესასთან ურთიერთობა აკრძალული ჰქონდა და სოციალურ ქსელებში რეგისტრაციისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა. ასევე ჰინკლის ალკოჰოლის მიღება აეკრძალა და სხვა შეზღუდვები დაუწესდა.

”მისი მხრიდან საფრთხის ნიშნები არ არსებობს", - განაცხადა ჰინკლის ადვოკატმა ბარი ლევინმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

ჰინკლიმ აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მკვლელობა 1981 წლის 30 მარტს ვაშინგტონში, სასტუმრო ჰილტონის შესასვლელთან სცადა. მან ექვსი გასროლა მოახერხა და ერთი ტყვია პრეზიდენტის მკერდს მოხვდა. მაშინ პრეზიდენტის პრესმდივანი ჯეიმს ბრედი, ასევე საიდუმლო სამსახურის ოფიცერი და პოლიციელი მძიმედ დაშავდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system