თავში

პირველად 2 წელიწადში, იაპონიის ზოოპარკში გიგანტური პანდა დაიბადა - VIDEO

​პირველად 2 წელიწადში, იაპონიის ზოოპარკში გიგანტური პანდა დაიბადა
პირველად 2 წელიწადში, იაპონიის ზოოპარკში გიგანტური პანდა დაიბადა  - VIDEO

იაპონიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ზოოპარკში გიგანტურ პანდა რაუჰინს შვილი შეეძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"ეს პირველი შემთხვევაა ორი წლის მანძილზე, როდესაც პანდას შვილი შეეძინა", - განაცხადეს ზოოპარკში.

პატარა პანდის სიგრძე 20,5 სანტიმეტრია, წონა კი 157 გრამი. ზოოპარკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ახალშობილი ძალიან ენერგიულია, ბევრს წრიპინებს და დედას არ სცილდება.

ეს პანდა რაუჰანისთვის მე-10 შვილია. მამა კი პანდა ეიმეია, რომელიც ასევე ამ ზოოპარკში ბინადრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system