თავში

პირველად 40 დღის შემდეგ, მონტენეგროში COVID-19 დაფიქსირდა

​პირველად 40 დღის შემდეგ, მონტენეგროში COVID-19 დაფიქსირდა
პირველად 40 დღის შემდეგ, მონტენეგროში COVID-19 დაფიქსირდა

მონტენეგროს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, პირველად 40 დღის შემდეგ, ქვეყანაში COVID-19 დაფიქსირდა.

"ინფიცირებული მანამდე ბოსნია და ჰერცეგოვინაში იმყოფებოდა. ის თვითიზოლაციაში იყო", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამჟამად ინსტიტუტი ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევს. 

25 მაისს მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა. ყველა ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და მოსახლეობაში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა აღარ ფიქსირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system