თავში

პირველად 70 წლის მანძილზე, აშშ-ში სიკვდილით ქალს დასჯიან

პირველად 70 წლის მანძილზე, აშშ-ში სიკვდილით ქალს დასჯიან
პირველად 70 წლის მანძილზე, აშშ-ში სიკვდილით ქალს დასჯიან

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, პირველად თითქმის 70 წლის განმავლობაში, ქალს სიკვდილით დასჯიან. საუბარია 52 წლის ლიზა მონტგომერიზე, რომელიც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, სასჯელის აღსრულებას უკვე მრავალი წელია ელის.

თავად მონტგომერის ადვოკატი აცხადებს, რომ მოსალოდნელი სასჯელი"ავტორიტარული ხელისუფლების უკანონო და არასაჭირო გამოვლენაა".

სავარაუდოდ, ქალს სასიკვდილო ინიექციას გაუკეთებენ.

ეს პირველი შემთხვევა იქნება 1953 წლის შემდეგ, როდესაც სიკვდილით ქალ პატიმარს დასჯიან.

ლიზა მონტგომერი 2004 წელს 23 წლის ბობი ჯო სტინეტის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. მან 8 თვის ფეხმძიმე ქალი დაახრჩო. მონტგომერიმ სტინეტის მუცელი დანით გაჭრა და სხეულიდან ბავშვი ამოიღო. 

გამომძიებლებმა მალევე დაადგინეს, რომ მონტგომერი მკვლელია. როდესაც ის დააკავეს, ბავშვი მასთან იყო. ქალი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ეს მისი შვილი იყო, შემდეგ კი დანაშაული აღიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system