თავში

პირველად ანტალიის ისტორიაში, განგაშის "წითელი დონე" გამოცხადდა

​პირველად ანტალიის ისტორიაში, განგაშის "წითელი დონე" გამოცხადდა
პირველად ანტალიის ისტორიაში, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

თურქეთის კურორტ ანტალიაზე, პირველად ისტორიაში, განგაშის "წითელი დონე" გამოცხადდა. მიზეზი უამინდობაა, რომელიც, სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს ორ დღეში რეგიონს დაატყდება თავს. თურქეთის მეტეოროლოგიურ ბიუროში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია გადაუღებელი წვიმები, სეტყვა და ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 20-23 მ/წმ იქნება.

ყველაზე უხვ ნალექს ქემერში ელიან. სინოპტიკოსების ვარაუდით, ერთ კვადრატულ მეტრზე აქ 200-250 ლიტრა წყალი დაფიქსირდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას და სტუმრებს მოუწოდებს, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ.

საგანგებო სიტუაციებისა და კომუნალური სამსახურები საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი.

მუნიციპალიტეტებში კანალიზაციის, სახლების დატბორვას, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებასა და ხეების დაცემას ელოდებიან. ამინდის გაუარესებამ, შესაძლოა, აეროპორტებში ფრენების განრიგზეც იმოქმედოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system