თავში

პირველად ისტორიაში, ისრაელი და გერმანია ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

​პირველად ისტორიაში, ისრაელი და გერმანია ერთობლივ სამხედრო წვრთნებს
პირველად ისტორიაში, ისრაელი და გერმანია ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

გერმანიის ქალაქ კელნთან არსებულ სამხედრო ბაზაზე, სადაც გუშინ ისრაელის 6 ავიაგამანადგურებელი F-16 დაეშვა, პირველად ისტორიაში, ისრაელისა და გერმანიის სამხედრო მფრინავების ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება. გერმანული მხარიდან მონაწილეობას მანევრებში ავიაგამანადგურებლები Eurofighter მიიღებს.

წვრთნების ფარგლებში, ორი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავები ყოფილ ნაცისტურ ავიაბაზა ფიურსტენფელდბრუკს გადაუფრენენ, სადაც 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელის სპორტსმენები ჩაცხრილეს. ასევე ისინი ერთად გადაუფრენენ ქალაქ დახაუს შემოგარენს, სადაც 1933 წელს ნაცისტებმა პირველი საკონცენტრაციო ბანაკი დააარსეს. დახაუში გაიმართება მემორიალური ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი მიიღებს.

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალები პირდაპირ ტრანსლაციას ადგილობრივი დროით 16:00-ზე დაიწყებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system