თავში

პირველად ისტორიაში, რომის პაპი ერაყში ჩავიდა

პირველად ისტორიაში, რომის პაპი ერაყში ჩავიდა
პირველად ისტორიაში, რომის პაპი ერაყში ჩავიდა

ისტორიაში პირველად, რომის პაპი ერაყში ჩავიდა. ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ის რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება და ადგილობრივ ქრისტიანებს ქვეყანაში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანცისკე ერაყელი შიიტების ლიდერს, აიათოლა ალი სისტანს შეხვდება, რის შემდეგაც პონტიფიკოსი ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას აღავლენს.

პაპ ფრანცისკეს ირანის შეიარაღებული ძალების 10 000-მდე წარმომადგენელი იცავს. ის ქუჩაში სპეციალური დიზაინით შექმნილი ბრონირებული ავტომობილით გადაადგილდება.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუად ჰუსეინმა განაცხადა, რომ ერაყელები სიამოვნებით მიიღებენ ფრანცისკეს გზავნილს "მშვიდობისა და ტოლერანტობის შესახებ". 

ანალიტიკოსების შეფასებით, ერაყის მთავრობას სურს, დაამტკიცოს, რომ მათ სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარკვეულ დონეს მიაღწიეს, მიუხედავად ომისა და პერიოდული თავდასხმებისა. 

ცნობისთვის, ერაყში ქრისტიანების რაოდენობა ბოლო 30 წელიწადში 1.4 მილიონიდან, 250 000-მდე შემცირდა. ათეულობით ათასმა ქრისტიანმა საცხოვრებელი 2014 წლის შემდეგ, ქვეყანაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან მომავალი საფრთხის გამო დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system