თავში

პირველად ისტორიაში, შვედეთის პარლამენტმა პრემიერს უნდობლობა გამოუცხადა

​პირველად ისტორიაში, შვედეთის პარლამენტმა პრემიერს უნდობლობა
პირველად ისტორიაში, შვედეთის პარლამენტმა პრემიერს უნდობლობა გამოუცხადა

პირველად ისტორიაში, შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სტეფან ლევენს უნდობლობა გამოუცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Radio Sweden ავრცელებს.

უნდობლობის გამოცხადებას 349 დეპუტატიდან 181-მა დაუჭირა მხარი.

ახლა პრემიერს ერთი კვირის ვადა აქვს იმისთვის, რომ ან ახალი არჩევნები დანიშნოს, ან გადადგეს.

მანამდე შვედეთის "მემარცხენე პარტიამ" გამოაცხადა, რომ მან დაკარგა ნდობა მთავრობის მიმართ იჯარის ბაზართან დაკავშირებული ცვლილებების გამო და უნდობლობის გამოცხადებას შეეცდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system