თავში

პირველად მსოფლიოში, ხელოვნური ხორცი სინგაპურში გაიყიდება

პირველად მსოფლიოში, ხელოვნური ხორცი სინგაპურში გაიყიდება
პირველად მსოფლიოში, ხელოვნური ხორცი სინგაპურში გაიყიდება

სინგაპურის ხელისუფლებამ, მსოფლიოში პირველად, ლაბორატორიული წარმოების ქათმის ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა.

"მიღებული წინადადებების შეფასებისა და მათი უსაფრთხოების დადგენის შემდეგ გადაწყდა, რომ ამერიკული კომპანია Eat Just სინგაპურში კულტივირებულ ქათამს გაყიდის. სპეციალური დაწესებულებების თანამშრომლები უსაფრთხოების ზომების შეფასებას გააგრძელებენ, შემდგომ კონსულტაციებს გაივლიან ექსპერტებთან და ბაზარზე შეტანამდე ახალ პროდუქტს მკაცრად გააკონტროლებენ", - განაცხადეს კომპანიაში. 

ამერიკულ კომპანია Eat Just-ში ასევე აცხადებენ, რომ ხორცი მიკრობების შემცველობით მნიშვნელოვნად სუფთაა.

"ხელოვნურ ხორცზე ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა ცილების, სხვადასხვა ამინომჟავების, ჯანსაღი ცხიმებისა და მინერალების უფრო სასარგებლო შემცველობა", - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ქათმის ნაგეთსი პირველი ხელოვნური ხორცის პროდუქტი იქნება, რომელიც სინგაპურში გაიყიდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system