თავში

პირველად მსოფლიოში ცოცხალი დონორისგან მტევნის ტრანსპლანტაცია მოხდა

​პირველად მსოფლიოში ცოცხალი დონორისგან მტევნის ტრანსპლანტაცია მოხდა
პირველად მსოფლიოში ცოცხალი დონორისგან მტევნის ტრანსპლანტაცია მოხდა

ვიეტნამში მედიკოსებმა, მსოფლიოში პირველად, ცოცხალი ადამიანის მტევანი სხვას გადაუნერგეს.

ოპერაცია 21 იანვარს ჩატარდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლახანს გახდა ცნობილი.

პაციენტი 31 წლის მამაკაცია, რომელმაც საწარმოო ტრავმა მიიღო. მისი მარცხენა ხელის ქვედა ნაწილი დეფორმირებული იყო. მამაკაცს ამპუტაცია დასჭირდა.

დონორს ასევე საწარმოო ტრავმა ჰქონდა მიღებული. მას ასევე ამპუტაცია დასჭირდა, თუმცა ექიმებმა შენიშნეს, რომ მტევანი იდეალურ მდგომარეობაში იყო და მისი გადანერგვა შეიძლებოდა. მამაკაცი ამას დასთანხმდა.

ექიმების თქმით, აქამდე კიდურების 89 ტრანსპლანტაცია განხორციელდა. ყველა შემთხვევაში დონორების ტვინი უკვე მკვდარი იყო. ეს კი პირველი შემთხვევაა, როდესაც დონორი ცოცხალი ადამიანი გახდა.

ოპერაცია 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქირურგებმა 36 კუნთი, ორი ძვალი და უამრავი ქსოვილი შეაერთეს. ოპერაციის შემდეგ პაციენტმა თითების გამოძრავება შეძლო. ამჟამად ის ხელს შესანიშნავად ფლობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system