
Walt Disney-ის დირექტორთა საბჭომ გამოაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელის პოსტს სიუზენ არნოლდი დაიკავებს. ის მუშაობას 31 დეკემბერს შეუდგება.
98-წლიანი ისტორიის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც Walt Disney-ის ქალი უხელმძღვანელებს.
არნოლდი ამ თანამდებობაზე რობერტ იგერს შეცვლის.
არნოლდი 14 წლის განმავლობაში Walt Disney-ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო და 2018 წლიდან საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი დირექტორია. გარდა ამისა, ბოლო რვა წლის განმავლობაში ის გლობალური საინვესტიციო ფირმა Carlyle-ის მენეჯმენტის გუნდის წევრი იყო.