თავში

პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსი ყატარში გაიქცა

​პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსი ყატარში გაიქცა
პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსი ყატარში გაიქცა

პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსი ფაუზია ყუფი, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს იკავებდა და პრეზიდენტობის ერთადერთი ქალი კანდიდატი იყო, ყატარში გაიქცა. ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლება "თალიბებმა" ჩაიგდეს ხელში.

"მოხარულები ვართ, რომ ფაუზია ყატარის სამხედრო საჰაერო ძალების რეისით დაეშვა, რათა ორ ქალიშვილთან გაერთიანებულიყო, რომელთა ევაკუაცია ყატარში მანამდე განხორციელდა. მადლობა ყველას ავღანეთში, ვინც ამაში მონაწილეობდა", - განაცხადეს ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თავად ყუფი აცხადებს, რომ ვითარება ავღანეთში ახლა ისეთია, რომ ბევრის აზრით, იქ დარჩენა უსაფრთხო არაა. ამასთან, ქალმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება და ქალების უფლებების დაცვას განაგრძობს.

ცნობისთვის, საინფორმაციო ქსელ TOLO-ს წამყვანი, ავღანელი ჟურნალისტი ბეჰეშთა არგჰანდი, რომელმაც მანამდე რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" მაღალჩინოსანთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყნიდან გაიქცა.

25 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები "ცუდად მოიქცნენ", ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში.

17 აგვისტოს თალიბებმა მრავალშვილიანი დედა წამებით მოკლეს.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system