თავში

პირველი კოსმოსური სასტუმროს გახსნის თარიღი შეიცვალა

პირველი კოსმოსური სასტუმროს გახსნის თარიღი შეიცვალა
პირველი კოსმოსური სასტუმროს გახსნის თარიღი შეიცვალა

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მრავალი პროექტის განხორციელება შეაჩერა, მათ შორის პირველი კოსმოსური სასტუმროს მშენებლობა. Gateway Foundation სასტუმროს გახსნას სტრატოსფეროში 2025 წლის მაგივრად, 2027 წელს გეგმავს. თარიღთან ერთად მომავალი სასტუმროს სახელიც შეიცვალა. ახლა მას უწოდებენ Voyager Station-ს და არა Von Braun Space Station-ს.

სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, დედამიწის დაბალ ორბიტაზე ერთი კვირა ან რამდენიმე თვე გაატარონ, ან სულაც მუდმივად იცხოვრონ იქ.

ცნობილია, რომ სასტუმროს ფართობი 50 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. ამ სივრცეში შესაძლებელი იქნება 440 ადამიანის განთავსება. სასტუმროში ასევე იქნება რესტორნები, ბარები და სპორტული დარბაზი. არქიტექტორის აზრით, მათი პროექტის მიზანია, რომ სივრცე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, შექმნას სხვა ადგილი, სადაც ადამიანებს შვებულების გატარება შეეძლებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system