თავში

პირველი საჰაერო ტაქსი სინგაპურში სამ წელიწადში გამოჩნდება - VIDEO

პირველი საჰაერო ტაქსი სინგაპურში სამ წელიწადში გამოჩნდება - VIDEO
პირველი საჰაერო ტაქსი სინგაპურში სამ წელიწადში გამოჩნდება - VIDEO

გერმანულმა კომპანია Volocopter აცხადებს, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში სინგაპურში პირველი საჰაერო ტაქსის გამოშვებას აპირებს. მას ორი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ამის შესახებ The Business Times წერს.

გამოცემის ცნობით, კომპანია წარმომადგენლობის გახსნისთვის ემზადება და 50-მდე პილოტის დაქირავებას გეგმავს. აქ ინჟინრებსა და სხვა ტექნიკურ სპეციალისტებსაც დაასაქმებენ.

კომპანიის გეგმების თანახმად, პირველ ეტაპზე მარშრუტი ქალაქ-სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში დაიგეგმება, მათ შორის საკურორტო კუნძულ სენტოსსა და ნაწილობრივ მარინა ბეის ბიზნეს-რაიონის მახლობლად.

ეს საფრენი აპარატი ვიზუალურად ვერტმფრენს ჰგავს, მაგრამ ის მთლიანად ელექტროენერგიაზე მუშაობს. მას ჰაერში 450 კგ-ს აწევა და 30 კმ-ის დაფარვა შეუძლია. აპარატში გათვალისწინებულია ავტოპილოტიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system