თავში

პიტერ დინკლეიჯი ახალ ფილმში სუპერგმირის როლს ითამაშებს

​პიტერ დინკლეიჯი ახალ ფილმში სუპერგმირის როლს ითამაშებს
პიტერ დინკლეიჯი ახალ ფილმში სუპერგმირის როლს ითამაშებს

პიტერ დინკლეიჯი, რომელიც "სამეფო კარის თამაშებში" ტირიონ ლანისტერის როლითაა ცნობილი, 1984 წლის ფილმის "ტოქსიკური შურისმაძიებელი" მთავარ როლს შეასრულებს.

ფილმის რეჟისორი მაიკონ ბლერი იქნება, გადაღებებს კი სტუდია Legendary აწარმოებს.

გამოცემა The Hollywood Reporter წერს, რომ "ტოქსიკური შურისმაძიებლის" ახალი ვერსია "დედპულის" სტილში იქნება გაკეთებული.

"ტოქსიკური შურისმაძიებლის" სიუჟეტის ცენრტში ფიტნეს-კლუბის დამლაგებელი მელვინ ჯანკოა, რომელსაც სტუმრები მუდმივად დასცინიან. ერთხელ შემთხვევით ის ტოქსიკური ნარჩენებით სავსე რეზერვუარში აღმოჩნდება და ზებუნებრივ ძალას იღებს. ის სუპერგმირად იქცევა და ბოროტმოქმედებსა და კრიმინალებს ეომება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system