თავში

პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გარდაიცვალა

პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გარდაიცვალა
პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გარდაიცვალა

დღეს დიდ ბრიტანეთში პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, 112 წლის რობერტ უეიტონი გარდაიცვალა. იგი ქალაქ ალტონში ცხოვრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Press Association ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, რობერტის გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. ვის გადაეცემა დედამიწაზე ყველაზე ძველი ადამიანის ტიტული, ჯერ არ გარკვეულა. 

რობერტ უეიტონი, რომელიც 1908 წლის 29 მარტს დაიბადა. 16 წლის ასაკში, როდესაც სკოლა დაამთავრა, უეიტონმა დაიწყო საზღვაო ინჟინერიის სწავლა. მოგვიანებით იგი ტაივანში გადავიდა და მისიონერულ სკოლაში დაიწყო მუშაობა.

1937 წელს მან ცოლად შეირთო მეუღლე აგნესი, რომელიც ასევე მასწავლებელი იყო. მათი პირველი შვილი ტაივანში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ოჯახი კანადაში გადაასახლეს და კიდევ ორი შვილი ეყოლათ. მათ ძალიან ბევრი სირთულის გადატანა მოუხდათ, რადგან ომის დროს კანადიდან აშშ-ს ერთ-ერთ შტატში გადაასახლეს. ამ მოგზაურობაში ბევრი სამსახურის გამოცვლა უწევდა. 

ბობ უეიტონი დიდი ბრიტანეთიდან მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი არაოფიციალურად 27 თებერვალს გახდა.

ტიტული უეიტონმა ოფიციალურად მას შემდეგ მიიღო, რაც 112 წლის ვატანაბე ტიტეცუ გარდაცვალების გამოძიება დასრულდა. ის იაპონიაში, გინესის სერტიფიკატის გადაცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system