თავში

პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გარდაიცვალა

​პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გარდაიცვალა
პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გარდაიცვალა

პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, ვატანაბე ტიტეცუ, რომელიც იაპონიაში ცხოვრობდა, 112 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცხოვრების ბოლო წლებს იგი, ნიიგატას პრეფექტურაში, მოხუცებულთა თავშესაფარში ატარებდა. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, ვატანაბე, როგორც დედამიწის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს.

ვატანაბე 1907 წლის 5 მარტს დაიბადა. 20 წლის ასაკში იგი ტაივანში გადავიდა საცხოვრებლად. 18 წლის შემდეგ კი ისევ იაპონიაში დაბრუნდა.

ვატანაბემდე, პლანეტის ყველაზე მხცოვან ადამიანად, ასევე იაპონიის მკვიდრი, მასაძო ნონაკა ითვლებოდა კუნძულ ჰოკაიდოდან. მასაძო, 2019 წლის 20 იანვარს, 113 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system