თავში

პლასტიკური ქირურგიის დროს 1 ქალი გარდაიცვალა, 2 კი მძიმედ დაშავდა

პლასტიკური ქირურგიის დროს 1 ქალი გარდაიცვალა, 2 კი მძიმედ დაშავდა
პლასტიკური ქირურგიის დროს 1 ქალი გარდაიცვალა, 2 კი მძიმედ დაშავდა

კალიფორნიელი ქალი მეხიკოში, პლასტიკური ქირურგიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. 2 სხვა ქალი კი, რომელიც იგივე საავადმყოფოში იკეთებდა ოპერაციას მძიმედ დაშავდა და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ Nypost ავრცელებს. 

კიანა ვივერი 38 წლის აფროამერიკელი, 2 შვილის დედა იყო, რომელიც მის მეგობართან ერთად ლიპოსაქციის გაკეთებას აპირებდა. ის საოპერაციოში გარდაიცვალა, ხოლო მის მეგობარს მოგვიანებით ღებინება და სისხლდენა დაეწყო. მას გადაუდებელი დახმარების გარეშე შესაძლოა მეგობრის ბედი გაეზიარებინა. 

რაც შეეხება მესამე დაშავებულს, მისი თქმით, პროცედურის დროს ის კინაღამ სეპტიკური შოკით გარდაიცვალა. თებერვლის შემდეგ ის ღვიძლის პრობლემების გამო მუდმივად მკურნალობს.

ანგარიშის თანახმად, კიანა ვივერის გარდაცვალების მიზეზია "მეორადი ჰიპოქსიური ენცეფალოპათია", თავის ტვინის ერთგვარი დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ჟანგბადის უკმარისობით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system